kids.ge logo

ალალია

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

მეტყველების დარღვევის სახეები - ალალიაალალია - ( ტერმინიდან а-უარყოფა; lalio-მეტყველება) უმეტყველობა ან  მეტყველების განუვითარებლობა ნორმალური სმენისა და პირველადი ინტელექტის შემთხვევაში. გამოწვეული თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების სამეტყველო არეების ორგანული დაზიანებით ან თავის ტვინის სამეტყველო ზონის განუვითარებლობით, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხმძიმობის რთული მიმდნარეობით,შინაგანი პათოლოგიებით, დაბადების დროს თავის ტვინის ტრამვით ან დაბადების შემდგომი ასფიქსიით. მოზრდილ ასაკში კი დავარდნის დროს მიღებული თავის ტრამვით,თავის ტვინის ინსულტით ან ორგანული დაავადებებით..

ასეთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უმოწმებენ სმენას, რადგან შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ ყურში არ ესმით ან არასრულფასოვნად ესმით, თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულფასოვანი ფიზიკური სმენა აქვთ და საწყის ეტაპზე კარგი ინტელექტიც, მაგრამ   უნდა აღინიშნოს, რომ მეტყველების შეფერხება  თანდათან იწვევს  ინტელექტის ჩამორჩენილობას და რეაბილიტაციის დაგვიანებასთან ერთად ეს პროცესი  სულ უფრო თვალსაჩინო ხდება...

სამეტყველო ზონის  დაზიანება ხდება სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ განასხვავებენ ალალიის სხვადასხვა სახეს--- თუ დაზიანებულია წარმოთქმითი (მოტორული, სამოძრაო) მხარე  http://kids.ge/articles/სამეტყველო-წრე, ასეთ შემთხვევაში ადამიანი კარგად გებულობს გარშემომყოფების საუბარს, ასრულებს მარტივ მითითებებს, მაგრამ თვითონ ვერ ახერხებს ლაპარაკს--ანუ, შენარჩუნებულია საყოფაცხოვრებო მეტყველების გაგების უნარი, მაგრამ თვითონ ვერ შემოდის სამეტყველო კომუნიკაციაში,არ გააჩნია მეტყველების პროდიცირების უნარი - ეს მოტორული ალალიაა, (ექსპრესიული მეტყველების დარღვევა.)

თუ დაზიანება გაგებინების ნაწილშია, ზიანდება მეტყველების გაგებადობა, გააზრება, ნივთების სახელებთან დაკავშირების უნარი-სენსორული მხარე. ეს სენსორული ალალიიაა...(იმპრესიული, რეცეპტული მეტყველების განუვითარებლობა)... 

უნდა აღინიშნოს რომ, ლოგოპედიურ პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება კომბინირებული ფორმა-სენსო- მოტორული ალალია.

ალალიის მქონე ბავშვებში ზარალდება არა მხოლოდ მეტყველების უნარი,არამედ ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები- რაც გამიხატება არაკორდინირებულ მოქმედებაში, მცირედაა განვითარებული წვრილი მოტორიკა, უჭირთ ცალ ფეხზე დგომა, სირბილი- ამიტომ უარს ამბობენ მოძრავ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე. ვლინდება სწრაფი გადაღლა, შრომის უნარის დაქვეითება. ფსიქოლოგიური უნარების - მეხსიერების, ყურადღების მოდუნება, მხედველობითი თავისებური განაწილება, მომატებული აქვთ გაღიზიანებულობა, ახასიათებთ ტირილისადმი მიდრეკილება და სოციუმთან ურთიერთობის შემთხვევაში ეს პროცესები უფრო რთულდება. ამიტომ ასეთი დარღვევის მკურნალობა ხდება კომპლექსურად-ნევროპთოლოგის, ნეიროფსიქოლოგის,ლოგოპედის  და ყოველთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი მონაწილის - ოჯახის ერთობლივი კვალიფიკაციური და შრომისუნარიანი ჩარევით.


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

მიეცით არჩევანის საშუალება

მაგალითად, თუ თქვენი 3 წლის ბავშვი უარს ამბობს საჭმელად მაგიდაზე დაჯდომაზე, შეგიძლიათ თანამშრომლობის შემთხვევაში შესთავაზოთ დესერტი და პირიქით. „თავდაპირველად, თქვენმა შვილმა შეიძლება არ გააკეთოს სწორი არჩევანი, მაგრამ საბოლოოდ ის ამას გააკეთებს, რადგან დაინახავს, რომ არასწორი არჩევანი არ არის სასურველი“ - ამბობს ბუსი. დარწმუნებული იყავით, რომ თუ გინდათ რომ თქვენმა შვილმა აირჩიოს ვარიანტი A, ვარიანტი B ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024