kids.ge logo

ანი კაპანაძე

ფავორიტებში დამატება

მოგესალმებით. მე ვარ ანი კაპანაძე, დავიბადე 1991 წლის 10 თებერვალს, ქალაქ თბილისში. დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი. ბავშვობიდანვე მიყვარდა ლექსების წერა,  შესაბამისად, ჩემი პროფესია დამეხმარა, ჩემი ოცნებისთვის ფრთა შემესხა.

ბავშვებთან ურთიერთობა მარადიული ბავშვობის ზანზალაკია, რომელიც მუდამ გიქმნის ხალისს, გაძლევს იმედს , განუწყვეტლივ გაძლევს ღიმილის უნარს და გაბრუნებს ბედნიერ წლებში.

ოცდაერთი  წლის ასაკში სურვილი გამიჩნდა, პრაქტიკა გამევლო საბავშვო ბაღში. საოცარი შთაბეჭდილებებით ამავსო ბავშვებთან ურთიერთობამ. ბაღში განვლილმა პრაქტიკამ დიდი ბიძგები მისცა ჩემს პედაგოგიურ  მზაობას.

სკოლაში მუშაობამ, ბავშვებთან და მშობლებთან  ურთიერთობამ საოცრად შეცვალა ჩემი პიროვნება. გაიზარდა ჩემი მიზნები, გაფართოვდა ჩემი თვალსაწიერი და კალამი ჩემს მეგობრად იქცა. პატარები მაძლევდნენ მოტივაციას, ყოველი წელიწადის დრო მათთვის საინტერესო და მათზე მორგებული როლებით გამელამაზებინა, დამედგა მათთვის სპექტაკლები და საოცარ სამყაროში ემოგზაურათ.

ლექსების წერა მათი სიყვარულითაა განპირობებული. ჩემს ლექსებს ვუძღვნი, ყველა ბავშვს, რომლებშიც ზრდასრული პიროვნება იმზირება და საოცრად აფასებს შენს ღირსებას!

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გახდით მაგალითი მათთვის

თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად გაატარებენ. თქვენი ყველა ქცევა თუ მოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე. გახდით მაგალითი მათთვის, რათა მოგბაძონ და მიჰყვნენ თქვენს კვალს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024