kids.ge logo

ელენე სალარიძე

ელენე სალარიძე

ფავორიტებში დამატება

ელენე სალარიძემ საბავშვო ლექსების წერა მანამდე დაიწყო, სანამ დედა გახდებოდა. მისმა პირველმა საბავშვო ლექსებმა საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა (საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონკურსებიც ტარდებოდა)... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, პროფესიით ჟურნალისტი ერთ-ერთ დიდ ჰოლდინგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა და ჟურნალისტიკისა და ლექსების წერისთვის ნაკლებად იცლიდა, თუმცა კი მისი საბავშვო ლექსები დროდადრო ქვეყნდებოდა ძველ სოფლის ცხოვრებაში, დილაში, მოგვიანებით საბავშვო პოეტების კრებულებში... ბოლო პერიოდში მკითხველს მინირომანებიც შესთავაზა, რომელიც პოპულარულ გამოცემებში (მათ შორის ელექტრონულ მედიაში) ქვეყნდება... ახლა ელენე ბებოს 5 შვილიშვილი ჰყავს და ახლა უკვე მათთვის წერს ლექსებს და თავს ყველაზე ბედნიერად მაშინ მიიჩნევს, როცა მის ლექსებს მისი შვილიშვილები კითხულობენ. თუმცა არანაკლებ ახარებს უცნობი პატარა გოგო-ბიჭების მიერ წაკითხული მისი ლექსების მოსმენა... ელენე ბებოს თუ დავუჯერებთ, ლექსები პატარებს პირველ რიგში სიყვარულს ასწავლის, სიყვარულს და ერთმანეთის მოსმენის, თქვენ წარმოიდგინეთ, შეჯიბრების (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით) სურვილს... წაიკითხეთ ელენე ბებოს ლექსები, თუ არ დაიზარებთ, ზეპირადაც ისწავლეთ. დარწმუნებული ვართ, ეს ლექსები ერთმანეთის სიყვარულსა და სიკეთეს გასწავლით, ჩემო პატარებო...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024