დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1981 წელს.
გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული, ორი დეტექტიური რომანი, ასევე საბავშვო წიგნი -"33 სახალისო რითმოცანა" (ლექსები ბავშვებისათვის). იყო სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო" (Save The Children-ის და "ტელეიმედის" ერთობლივი პროექტი). დაწერილი აქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში) და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში). ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული აქვს ო'ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული 2009 წელს და მარიო პიუზოს რომანი "ნათლია" 2007 წელს. მერაბ კოკოჩაშვილმა მისი მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "უსუი".