kids.ge logo

მანანა წერეთელი

მანანა წერეთელი

ფავორიტებში დამატება

მანანა წერეთელი დაიბადა თბილისში, 1960 წლის 27 მარტს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ – რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი. 1985-1994 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში, 1994 წლიდან – ჟურნალ „საქართველოს სამედიცინო მოამბის” რედაქციაში კორესპონდენტად, 1996 წლიდან – გაზეთი „მედიცინის" კორესპონდენტად, 2000-2005 წლებში ამავე გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი - რედაქტორის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას, მათ შორის: „მართლმადიდებლის კუთხე“, „ჩვენი სტუმარი“, „მედიკოსები ხელოვნებაში“ და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში.

გამოცემული აქვს წიგნი: „ცისა, ლექსო და ეს სამყარო". საბავშვო მოთხრობა „სიკეთის მზე“ დაიბეჭდა წიგნში სერიით „ქართული საუნჯე ბავშვებს“, ხოლო სამი მოთხრობა -  პერიოდულ ჟურნალ „დილაში“. მოთხრობა „წრიპისა და წრუპის უჩვეულოდ თბილი ზამთარი“ დაიბეჭდა საკონკურსო წიგნში „ბუკნაჭო“.

მანანა წერეთელის წიგნები

ცისა, ლექსო და ეს სამყარო
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ მამები ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად

ხშირად ბავშვები ბევრ დროს ვერ ატარებენ მამებთან, რაც მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია. ბავშვები, რომელთა მამები ჩართულნი არიან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო წარმატებულები არიან სკოლებში, უფრო კარგად უმკლავდებიან პრობლემებს და გამოწვევებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024