kids.ge logo

ნანა გასვიანი

ფავორიტებში დამატება

ნანა გასვიანი დაიბადა ქალაქ ცაგერში. დაამთავრა ქუთაისის 33-ე საშუალო სკოლა და მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა საქალაქო გაზეთში - „ქუთაისი“, შემდგომში კი იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში, მათ შორის ჟურნალებში „განთიადი“, „მნათობი“,  „ლიტერატურულ გაზეთი“ და სხვ.

არის ხელოვანთა კავშირის „მარიოტა“ (1999) თანადამფუძნებელი და 2003 წლიდან მისი პრეზიდენტი. იყო აღნიშნული კავშირის სალიტერატურო ჟურნალ „ი/ა“-ს რედაქტორიც.

ნანა გასვიანს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები „მებოძირი“ (2006), „რაც მზის წინ იყო“ (2017), რომელიც ლიტერატურული კონკურსის, „ლიტერას“ ფინალისტი გახდა (წიგნის ელექტრონული ვერსია განთავსებულია „საბას“ გვერდზე); არის საბავშვო ლექსების წიგნის, „ლილეს“, თანაავტორი და რედაქტორი; 80-90-იანი წლების ქუთაისის ლიტერატურული თაობების ანთოლოგიის შემდგენელი და ერთ-ერთი რედაქტორი.

არის მილან კუნდერას, ხორხე ლუის ბორხესის, ვლადიმერ ნაბოკოვის და სხვათა თარგმანების ავტორი, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

ნანა გასვიანის წიგნები

რაც მზის წინ იყო
მარიოტა
მზაკაბანი
„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

გამოცანები

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ნახატი ლექსები

სხვადასხვა ლექსის თემაზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

Kids.ge-ს რჩევები

გახსოვდეთ ბებიების ნათქვამი

ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024