kids.ge logo

ნათია აბულაძე

ფავორიტებში დამატება

ნათია აბულაძე საბავშვო მწერალი და პედაგოგი. დაიბადა 1984 წლის 21 ივლისს. წერს საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, რითმოცანებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებსა და ზღაპრებს.

თითოეული ნაწარმოები საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება, მათი უმრავლესობა კი შექმნილია ქართული ხალხური ანდაზების მიხედვით. 

გამოცემული აქვს ხუთი დაფინანსებული წიგნი და ერთი სასწავლო თამაში.

2014 წლიდან ხელმძღვანელობს საავტორო პროექტს: „კითხვის საათი“_ საბავშვო მწერალთან ერთად, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით ტარდება მენტორების(წარმომადგენლების) ჩართულობით.

ხშირად ეკითხებიან ხოლმე შთაგონების წყაროზე, ის კი ვპასუხობს: ჩემი შთაგონების წყარო ბავშვებია. როგორც დიდი ილია ამბობდა: „ბავშვი სათავეა , საწყისი დიდი ადამიანისა“, მასვე ეკუთვნის სიტყვები : „ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოაო“, სწორედ ამ დიდი ადამიანის საწყისმა , მისმა საოცარმა და საიდუმლო ბუნებამ მომცა ძალა , რომ დამეწერა მათთვის. 

...და ბოლოს შეუძლებელია წერდე ბავშვებისთვის და არ გიყვარდეს ისინი... სიყვარული კი უამრავი სასწაულის საწყისია!_ამბობს ავტორი

 

ნათია აბულაძის წიგნები

მათემატიკა
ქართული ანბანი
ქართული მარტო ენაა?
ვისწავლოთ დედაენა
მოთხრობები და იგავები
აბუს სახალისო ლოტო
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

პრიორიტეტი მიანიჭეთ თამაშს

სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები განუწყვეტლივ იმეორებენ იმას, რომ დღეს ბავშვებს ნაკლებად აქვთ წარმოსახვის უნარი თამაშის დროს, ვიდრე ეს ერთი ან ორი ათეული წლის წინანდელ ბავშვებს ჰქონდათ. „უმეტესობა მათი ქმედებებისა ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება“, ამბობს ჰეინსი. გამოსავალი: თქვი: „წადი, ითამაშე“. ვალდებული არ ხართ უზრუნველყოთ თქვენი შვილის ბედნიერება 24/7-ზე. აცადეთ, ცოტა მოიწყინოს. თუმცა, დარწმუნდით, რომ გასართობად გარკვეული ნივთები აქვს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024