ინფორმაცია
დიდია თუ პატარა? - ძალიან მარტივი, პატარა თამაში ყველაზე პატარებისთვის. მათთვის, ვინც სულ ახლა სწავლობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა „დიდი“, „პატარა“, „უფრო დიდი“, „უფრო პატარა“ და ა.შ.
თამაში ძალიან მარტივია: ბავშვი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტჯერ გასცეს სწორი პასუხი, რომ დაიმსახუროს პატარებისთვის საყვარელი ტკბილეული საჩუქრად სიურპრიზად. სიურპრიზები გარკვეული რაოდენობა სწორი პასუხების შემდეგ მოდის, ხოლო არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, თამაში ავტომატურად შეუსწორებს ბავშვს და მიუთითებს, თუ რომელის სწორი პასუხი. ასე ის დროთა განმავლობაში ისწავლის დიდის და პატარის განსხვავებას.
თუმცა გარდა ამისა, თამაშში ასევე ყურადღება ექცევა უარყოფით ფორმას: შეკითხვები ისმევა არა მხოლოდ იმის დასადგენად, თუ რა არის დიდი ან პატარა, არამედ იმის გასაგებადაც, თუ რა არ არის პატარა ან დიდი. რაც ბავშვს ძალიან დაეხმარება უარყოფითი ფორმის სწორად ათვისებაში.
ამ თამაშის თამაში, შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერებზე, ასევე პლანშეტებზე და სმარტფონებზე. ანუ მაუსის ნაცვლად, შესაძებელია უბრალოდ თითით ითამაშოს ბავშვმა. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია კლავიატურის მეშვეობით თამაში (მარცხენა და მარჯვენა ისრებით).
აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება
ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო