kids.ge logo

როს ვუკვირდები თავის თავს…

ფავორიტებში დამატება
როს ვუკვირდები თავის თავს
და არ ვემდური მეტადა:
მადლს დავთვლი ათასობითა,
ცოდვა სამ რჩება კენტადა,
მხრები მესხმება, ვიზრდები,
ცად ვიწევ ასაფრენადა;
გაჩნდება სითღაც ნათელი,
გულს ჩამიდგება სვეტადა;
ზღვავდება მწყობრი სიტყვები
ქაღალდზე დასაბღერტადა;
მითრთიან გულის სიმები
სიმოვნების ღმერთადა.


რა ვსთქვა, არ შემიძლიან,
მონა ვარ მაშინ ჩანგისა;
ნაცნობნი მეუბნებიან:
“ჭირიმე შენის ჰანგისა!”
თავადაც მომწონს: სამოდ,
ხმა მწყობრად ადის-დადისა;
ჰქუხს ჩანგი, აღარ ისვენებს,
მეც მხოლოდ მღერა მწადისა;
იშლება, მღერაში დნება
ბუდე ყველა სხვა დარდისა.
ზღვად ვცურავ ნეტარებისა,
წვერი ხელთა მაქვს კალთისა,
უფლის და მისთა მსახურთა
ლოცვა-კურთხევა მამდისა;
კალთაში ვარდი მეშლება,
თავზე მანანა დამდისა.
მადლობელი ვარ მშობლისა,
ჩემის გაჩენის, გაზრდისა.


და თუ ცოდვები მომჭარბდა,
სდუმს ჩანგი, გული ბნელია,
ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო,
სიტყვა გავლესო ცხელია;
მაოდ ვტანჯავ თავის თავს…
ვამხელ და გასამხელია:
გივ მარჯვენა და კაცი,
გივ კალამი მჭრელი
დაჩლუნგებულა, დამდგარა,
შემოჰხვევია გველია.
ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვები,
გაჩენის დღესა ვწყევლია.
სე ყოფილა, მგოსანსა
თუ მადლი გამოლია.
1907 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

საახალწლოდ
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;...
გულო, არ გასტყდე!
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!...
არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,...
წიწილა
ქორმა წიწილა წაიღო,
იძახდა "წიავ-წიავსა!"...
იას უთხარით ტურფასა
(სიმღერა)
...
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „როს ვუკვირდები თავის თავს…“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „როს ვუკვირდები თავის თავს…“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოელოდეთ მეტს თქვენი შვილებისგან

ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მოლოდინები (სკოლამდელი აღზრდის ჩათვლით). „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები სკოლაში თავად დაისხამენ წყალს, აალაგებენ მაგიდას, დაკიდებენ ქურთუკს - და ისინი ამას აკეთებენ“ - ამბობს ჯენიფერი ზებუკერი, ნიუ-იორკის 92-ე ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის მასწავლებელი. „თუმცა, საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ, ისინი ცერა თითს პირში ჩაიდებენ და ჩაჯდებიან საბავშვო ეტლებში“. ამიტომაც გქონდეთ მეტი მოლოდინი, რაც შეესაბამება ბავშვების მაქსიმუმს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნინო მზესელი
ინტერნეტი ტყეში

ნინო მზესელი

კომპიუტერს თუ არ სწყალობ
და არ იცი უცხო ენა,...
ბესიკი
სევდის ბაღს

ბესიკი

სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ...
ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...
ილია ჭავჭავაძე
ყვარლის მთებს

ილია ჭავჭავაძე

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:...
აკაკი წერეთელი
აღმართ-აღმართ

აკაკი წერეთელი

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილი
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი

ნიკოლოზ ბარათაშვილი

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,...
ლუარა ჭანტურია
ერთგული მეგობარი

ლუარა ჭანტურია

პაწაწინა ენძელა,
მარტოობა გეძნელა?...
ნესტან კუპრავა
ბაბუს ჯოხი

ნესტან კუპრავა

ფეხი ძლიერ სტკივაო,-
დარდობს გოგო ღაბუა,...
ნესტან კუპრავა
ვულოცავ!

ნესტან კუპრავა

მღერის ჩიტი-ჩიორა:
ფიფქი მოდის ფიორა!...
მაყვალა მრევლიშვილი
მიაბოტებს

მაყვალა მრევლიშვილი

დიდი თოვლი მოვიდა,
სპილო იცვამს ბოტებს, ...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ლადო ასათიანი
ბარდნალა

ლადო ასათიანი

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,...
აკაკი წერეთელი
ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ

აკაკი წერეთელი

შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,...
ვასილ გულეური
მელაკუდას მაღაზია

ვასილ გულეური

უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია ...
ვაჟა–ფშაველა
ჩემი ვედრება

ვაჟა–ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:...
გალაკტიონ ტაბიძე
ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

გალაკტიონ ტაბიძე

მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024