kids.ge logo

ჩინარი

ფავორიტებში დამატება
განმარტობულს ფრილოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაროვანი, ტურფა, მაღალი.
სამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნივი და შრილითა არხევს ჩინარსა,
და გამოსცემენ სახიბასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ სადუმლო უსაკოთაც და უსულთ შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!

ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების,
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,
და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდინისა შერხევის სახით.

რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს,
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს.
ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლირად, დატანჯების მარად მიჯნური,
თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფილებისა ცეცხლი ცირი.
1844 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნიკოლოზ ბარათაშვილის სხვა ლექსები:

შემოღამება მთაწმინდაზედ
ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,...
მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო
მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,
მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;...
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....
ჩემს ვარსკვლავს
რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:...
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ჩინარი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩინარი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩართეთ მუსიკა აქტივობების შესრულებისას

არსებობს მიზეზი რატომაც მუსიკის მოსმენა დალაგებისას სახალისოა. „შეასრულეთ დავალება მუსიკის თანხლებით და მოულოდნელად ის სახალისო გახდება“ - ამბობს სენდი ჰეინესი, პედაგოგი ბუკინგემის კოოპერატიულ საბავშვო ბაღში, გლასტონბერიში, კონექტიკუტის შტატში. აირჩიეთ ისეთი მარტივი აქტივობა, როგორიცაა მუსიკის მოსმენა დროში ჩასატევად: „შეგიძლია ჩაცმა სანამ რაფი „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შესახებ სიმღერას დაასრულებს?“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ედუარდ უგულავა
დაჩი და ნუცა

ედუარდ უგულავა

ზაფხულია. მზე ანათებს.
გული მშვიდად უცემს ნიავს....
ქეთევან კვიტატიანი
*** (დაპატიჟეს კუ ქორწილში)

ქეთევან კვიტატიანი

დაპატიჟეს კუ ქორწილში,
უფრო ადრე ვიდრე სხვები,...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
საყურე

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა...
ვაჟა–ფშაველა
შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა

ვაჟა–ფშაველა

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა,
როგორ თავხედობს წყეული!...
ელიზბარ გაბუნია
პანდა

ელიზბარ გაბუნია

ისევ სძინავს ხის ტოტზე,
ძილისგუდა პანდას;...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ელიზბარ გაბუნია
ფოსტალიონი კუ

ელიზბარ გაბუნია

კუ გაზეთებს დაატარებს,
ფოსტალიონია....
ლელა გაბური
ტასო მოიტაცეს...

ლელა გაბური

ერთხელ ტასოს უსაქმურად
გადაედო ფეხი ფეხზე,...
მარი დიერა
ბეკეკას ამბავი

მარი დიერა

იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი კი არა,...
სოფო გასიტაშვილი
ემიგრანტი სპილო

სოფო გასიტაშვილი

"ტკბილი სახლიც იქ დამრჩა და
მეგობრებიც, შვილო!"...
ლელა გაბური
ჭ - ოტი

ლელა გაბური

ჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო,
კივის: „რატომ გათენდა?!...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ანა კალანდაძე
საქართველოო ლამაზო

ანა კალანდაძე

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი......
ვასილ გულეური
მზე, მთვარე და ღრუბელი

ვასილ გულეური

მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა, ...
ვასილ გულეური
რკოს კაცუნა

ვასილ გულეური

დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო. ...
მაია კარსელი
ციცინო

მაია კარსელი

სასეირნოდ გაუშვა
თოვლში ბებომ ციცინო:...
თამარ ფხაკაძე
თოვლი

თამარ ფხაკაძე

თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024