kids.ge logo

ეს რა ლამაზი გზებია!

ფავორიტებში დამატება

შორს ლილისფერი მთებია,
ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან,
ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან,
ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან.
მათი ფაფუკი ფთილები
თითქოსდა სოფლის ფრთებია,
ი, იმ სოფელში ცხოვრობს
შენი ბაბუ და ბებია.
რა მხირულად ჭიკჭიკებ!
როგორ გიბრწყინავს თვალები!
მანქანაც ტკბილად ღუღუნებს,-
სოფლისკენ მიემგზავრები!
ეს რა ლამაზი გზებია!
ზღაპრებში ნამგზავრებია?
ზაფხულო, ეს ველ-მინდვრები
შენ გაგილამაზებია!
ირგვლივ რომ ყვავილებია,
მზისგულზე იფურჩქნებიან,
ეს გორაკები, ბორცვები
თითქოს თაიგულებია!
გზა იკეცება მალიმალ,
ცის, რომ სადღაც მთებია,
ზედ რომ ღრუბლები სხდებიან,
და შენ რომ გელოდებიან.
მთის ძირთან ტყეა გაშლილი,
ტყიდან რუ ჩქარობს ცქრილა,
მთიდან ჩამორბის მდინარეც,
ხმატკბილი, ენაწკრილა...
ზაფხულის ნაქარგ მინდვრებზე,
მზის ჩიტუნები სხდებიან,
ფრთებს რომ გიქნევენ მაღლიდან,
ეს ნაცნობი ღრუბლებია!
ყველანი გეგებებიან!
მთებიც კი ფეხზე დგებიან!
ყველანი გესალმებიან
და შენი ცქერით ტკბებიან.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!
ფრიალა, ჩემო ფრიალა!
ზამთარმა მოგაფრიალა?...
ზამთარი
წვიმა, თოვლი, ავდარი...
აი, ესეც ზამთარი!...
ვაზი გვიხმობს
ვაზი უხმობს პატარებს:
-მოდით! მოდით ყველანი,...
ბურთი
ბურთი
თურმე მათეს ბებო ანამ...
ლაშა კითხულობს გაზეთს
ლაშამ ახალი გაზეთი
მიურბენინა დედას:...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ეს რა ლამაზი გზებია!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ეს რა ლამაზი გზებია!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ გადაღალოთ ბავშვი

ყველა ბავშვი განსხვავებულია და განსხვავებულია ყველას სწავლის ტემპი. რა თქმა უნდა, მშობელს შვილზე გარკვეული მოლოდინები აქვს. თუმცა, მშობლის ვალია ესმოდეს თავისი შვილის და იაზრებდეს მის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, არ გადაღალოთ იგი. დაიმახსოვრეთ, ისინი არიან პატარები და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში. დააბალანსეთ გრაფიკი და მოარგეთ იგი თქვენს პატარას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ბუნებაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ბუნებაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ბუნებაზე

მაყვალა მრევლიშვილი
შაქრად

მაყვალა მრევლიშვილი

ყურძენს,
ვაშლებს,...
ლუარა ჭანტურია
სოკო

ლუარა ჭანტურია

გვალვიანი თვე დადგა,
ტყეში სიცხემ იმატა....
ლუარა ჭანტურია
ნუშის ხე

ლუარა ჭანტურია

ბაღში ჰყვავის ნუშის ხე,
ზოგჯერ ქარი უშლის ხელს....
ლუარა ჭანტურია
წვიმის შემდეგ

ლუარა ჭანტურია

მოდის წვიმა,
ჩნდება ნამი;...
ლუარა ჭანტურია
მთა და ღრუბელი

ლუარა ჭანტურია

ღრუბლით გადაფარულა
ამაყი მთა ცამდე;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024