kids.ge logo

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

ფავორიტებში დამატება
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

შემოღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს აელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იბით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიბით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგირო?
საბედნირო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგირი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზირებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.
1917

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გალაკტიონ ტაბიძის სხვა ლექსები:

რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს
რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს,
ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი....
ალვები თოვლში
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!...
ქართული ორნამენტი
მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება, ...
მშობლიურო ჩემო მიწავ!
სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს, ...
მაინც დავიმსახურე
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება....
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

მანანა ტონია
ეკლიანი მეგობარი

მანანა ტონია

ტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი,
მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი....
ლილი ნუცუბიძე
საყვარელო მამულო!

ლილი ნუცუბიძე

საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;...
მანანა ტონია
ფისო და ლისია

მანანა ტონია

შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,...
ნინო მზესელი
ინტერნეტი ტყეში

ნინო მზესელი

კომპიუტერს თუ არ სწყალობ
და არ იცი უცხო ენა,...
ნინო მზესელი
დღეობა აქვს მაჩვს

ნინო მზესელი

დღეობა აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ნესტან კუპრავა
ცეკვა

ნესტან კუპრავა

ჩამოუარე მდელოზე
ლამაზო ცეკვავ, ქართულო!...
ნუნუ ჯანელიძე
საფრთხობელა

ნუნუ ჯანელიძე

საფრთხობელას მეძახიან,
ფართა-ფურთს და ფართხოს, ...
იოსებ ციცქიშვილი
მეც უფროსი გამოვალ

იოსებ ციცქიშვილი

წელს მივდივარ სკოლაში
და დიდივით ვფიქრდები,...
ნესტან კუპრავა
მე ვარ შენი მეგობარი

ნესტან კუპრავა

ფიფქი ცვივა!
ფიფქი ცვივა,...
მანანა კაკაჩია
თამუნა, ციცო და გია

მანანა კაკაჩია

თ - ჰეი, გია, ადე ჩქარა,
წამო, ვითამაშოთ ბურთი,...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ილია სიხარულიძე
თითების დავა

ილია სიხარულიძე

ერთხელ თითნი წაიკიდნენ,
ჰქონდათ ცხარე დავა,...
ვაჟა–ფშაველა
კლდე და მდინარე

ვაჟა–ფშაველა

I
კლდეს შაეზღუდა ხეობა,...
აკაკი წერეთელი
ქებათა-ქება

აკაკი წერეთელი

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით...
ვასილ გვეტაძე
ზოოპარკში

ვასილ გვეტაძე

ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,...
ოთარ შალამბერიძე
მერე რაა, რომ საქართველოა

ოთარ შალამბერიძე

მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024