kids.ge logo

თხა და გიგო

ფავორიტებში დამატება

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, დაიდო წიგნი მუხლებზე და შიგ ცქერა დიწყო, ვითომ ერთი შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო, არ კითხულობდა და შიგ ტყუილად იცქირებოდა.

მალე ძილი მოერია და თავს ასკილივით აქნევდა. ამ დროს მეზობლის თხა ფეხების ბაკუნითა და წვერის ცანცარით ბაკიდან გარეთ გამოვიდა. გიგოს თავის კანტური რომ დაინახა, თხას ეგონა, ჭიდაობაში მიწვევსო, გამოექანა, დაეჯახა რქებით, ყირამალა გადაატრიალა და ააღრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.

მოთხრობა 4 ~ 10 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 10 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024