kids.ge logo

ვანო მიდის სამსახურში

ფავორიტებში დამატება

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყარა. ძაღლი გაშმაგებით დაეწაფა ჯერ კიდევ თბილ, ოდნავ ხორცშერჩენილ საჭმელს...

- რას აკეთებო? - გამოენთო ვანოს ქვედა მეზობელი. - სად გაგონილა მეცხრე სართულიდან ნაგვის გადაყრა, ქალაქს არ უნდა მოუფრთხილდეთ... ვაი მეეე, სულ გაგიჟდა ეს ხალხიო! - დაიღრილა და ხელები ჰაერში გაასავსავა. მერე ბურტყუნ-ბურტყუნით შებრუნდა და აივნის კარი მაგრად მოიჯახუნა.

ვანოს ეწყინა სიკეთის გაკეთება ვიღაცის გაბრაზების გარეშე რომ ვერ მოახერხა, თავი ჩაქინდრა და ხმის ამოუღებლად შელასლასდა სახლში. დღეს მეორე ცვლა იყო. საწოლზე წამოგორებასა და წიგნის წაკითხვას აპირებდა სადილის შემდეგ, მაგრამ გადაიფიქრა და ნელა-ნელა შეუდგა ჩაცმა-დახურვას... ყოველდღე ერთნაირი უნიფორმა ეცვა. ნარინჯისფერი შარვალი, ნარინჯისფერი ჟილეტი და ნარინჯისფერი ქუდი. მკერდზე კი დიდი ასოებით ეწერა: ქალაქის დასუფთავების სამსახური.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024