ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული.
კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს.
ციყვი თხილსა და კაკალს აგროვებს.
ზღარბი სოკოს იმარაგებს.
ჩიტუნა ბუდისკენ მიფრინავს,-ბარტყებისთვის საზრდოს ეზიდება.
კურდღელი ბაჭიებს სირბილში ავარჯიშებს.
ბუ ფუღუროს ასუფთავებს.
მელია სოროს ალაგებს.
კუ ბაკანს აპრიალებს.
ლოკოკინა თავის ნიჟარას საღებავებით ფერად-ფერად ზოლებს ახატავს.
ჭიამაია ამინდის პროგნოზს ადგენს.
კალია შეჯიბრებას აწყობს,-სიმაღლეზე ხტომაში.
ფუტკარი თავს დაბზუის ყვავილებს,-თაფლის დასამზადებლად ტკბილი წვენი რომ მოაგროვოს.
დათვი არსად ჩანს, სად არის ჩვენი დათუნია? ის რას აკეთებს?
აი, ვიპოვეთ! სკა უპოვია და ახლა მალულად ეპარება, გამრჯე ფუტკრებს თაფლი რომ მოპაროს.
-რას აკეთებ, დათუნა, რას! როგორ იქცევი!
შერცხვენილი აბურდღუნდა დათვურად... ქურდსა და უსაქმურს თვალები სულ აცაბაცა გაურბის...
-რას ვაკეთებ... როგორ ვიქცევი...-მგონი, არ იცის, რა მიპასუხოს.
თქვენ აუხსენით, ბავშვებო, სწორად იქცევა თუ არა დათუნია. რატომ?
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო