kids.ge logo

მარიჯანი

მარიჯანი

ფავორიტებში დამატება

მარიჯანი (ნამდვილი სახელი — მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძე - ალექსიძე; დ. 12 ივნისი, 1890, თბილისი — გ. 9 მაისი, 1978, იქვე) — ქართველი პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1908 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი „ტბა“ 1916 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო საქმეში“, ხოლო კრებული ლექსები 1921 წელს. აქედან მოყოლებული პოეტი ქალის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მარიჯანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო მწერლობაში.

აღსანიშნავია მარიჯანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. სწორედ მან გააცნო ქართველ ბავშვებს ს. მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, ე. შვარცის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის შემოქმედება. მისი თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.

წყარო: wikipedia

„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

თქვენს შვილებს ყოველდღე დაუსვით სამი შეკითხვა მის შესახებ

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - საუბრის ხელოვნება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია, მაგრამ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ მის სწავლებას. დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „კარგი დრო გაატარე სკოლაში?“; „რას აკეთებდი წვეულებაზე?“; ან „სად გინდა ხვალ შუადღისას გასვლა?“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024