kids.ge logo

მე რომ შემეშინდა?!

ფავორიტებში დამატება

ელისოს ეძინა. დედა ფეხაკრეფით დადიოდა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა.
მაგრამ ელისომ უეცრად ტირილით გაიღვიძა. ბავშვი შეშინებული იყო, თვალებს აცეცებდა და ცხარე ცრემლებს ღვრიდა.
- რა იყო, ელისო? რა დაგემართა? სიზმარში ხომ არაფერი ნახე? - შეეკითხა შეშფოთებული დედა.
- ვნახე.
- რა ნახე, არ გახსოვს?
- მახსოვს.
- აბა, მომიყევი, რამ შეგაშინა.
- მე... მე ვნახე... რომ მოსკოვში მივდიოდი.
- მერე, მანდ რა არის საშიში? პირიქით, უნდა გაგხარებოდა. - გაეცინა დედას.
- მიხაროდა, მაგრამ... მერე... ქუჩაში... ბევრი, ბევრი ხალხი იყო... მე დავიკარგე... და შენ ვეღარ გნახე...
და ელისომ უფრო უმატა ტირილს.
- მოიცა, ჩემო გოგონა! ახლა ხომ ჩემთან ხარ, რაღა გატირებს? - უალერსებდა დედა.
- მე რომ შემეშინდა?! - არ ცხრებოდა პატარა ელისო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ გადაღალოთ ბავშვი

ყველა ბავშვი განსხვავებულია და განსხვავებულია ყველას სწავლის ტემპი. რა თქმა უნდა, მშობელს შვილზე გარკვეული მოლოდინები აქვს. თუმცა, მშობლის ვალია ესმოდეს თავისი შვილის და იაზრებდეს მის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, არ გადაღალოთ იგი. დაიმახსოვრეთ, ისინი არიან პატარები და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში. დააბალანსეთ გრაფიკი და მოარგეთ იგი თქვენს პატარას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024