kids.ge logo

სოფია ბარშოვა

სოფია ბარშოვა

ფავორიტებში დამატება

სოფია ბარშოვა საბავშვო პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, სცენარისტი, რედაქტორი

დაიბადა 1985 წლის 22 ივლისს, იმერეთის ქალაქ ბაღდათში და იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრი- ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა- რომანისტიკა.

დღემდე ცხოვრობს და საქმიანობს ქალაქ ბათუმში, 2011 წლიდან არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი.

სოფია ბარშოვამ ფრანგულიდან თარგმნა ანა გავალდას ,,35 კილო იმედი“.

სხვადასხვა თემაზე დაწერილი, შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლექსებიდან, ბევრი ლექსი შექმნა თავის ქალიშვილთან- ანიტასთან ურთიერთობაზე და მათ საერთო გამოცდილებაზე.

ასევე შექმნა მოთხრობების სერია ,,კლასი ქარიშხალა“, რომელიც ქალიშვილის, ანიტას კლასის პროტოტიპი კლასის ამბებზეა, რომელიც ტყეში მდებარეობს და სხვადასხვა ცხოველისგან შედგება. ამ მოთხრობების მიხედვით ორჯერ დაიდგა მინი სპექტაკლი.

2023 წელს სოფია გახდა გამომცემლობა  ,,პალიტრა L”-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნისთვის - ,,მამა შაქროს ისტორიები -კაქტუსა აფრიკაში“, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ წიგნების თაროებზე.

სოფიას ჰყავს ორი შვილი: ნიკა და ანიტა

„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ვარსკვლავი “
ნახატის ავტორი:
ნინო გრიგოლია (ცხრა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024