kids.ge logo

დედამიწის უმაღლესი ბინადარი

როგორ დაუგრძელდა კისერი ჟირაფს? – გაეცანით როგორ ხსნიან ამას მეცნიერები

ჟირაფი დედამიწაზე ყველაზე მაღალ ცხოველად არის მიჩნეული. მისი კისრის სიმაღლე ორ მეტრამდე აღწევს, მისი საერთო სიმაღლე კი ექვსი მეტრია. გაინტერესებთ, როგორი ენა აქვს ჟირაფს? – როგორც ჟურნალ National Geographic-ის ავტორი, ჯოშუა ფოერი წერს: „ზრდასრული ჟირაფის გრძელი ენა ერთი მოსმით სხეპს აკაციის ტოტებს, სქელი კანი კი, პირის ღრუს ეკლებისგან იცავს. ჟირაფის ენის წვერი შავია, სავარაუდოდ, მზის სხივებისგან დასაცავად“.

ამბობენ, რომ ჟირაფებს თავიდან გრძელი კისერი არ ჰქონდათ. ჩემთვის საინტერესოა, შესაძლებელია, ცხოველს კისერი დაგრძელებოდა? – ფრანგი ბუნებისმეტყველი ჟან- ბატისტ ლამარკის ტრანსმუტაციის თეორიის თანახმად, ჟირაფის წინაპარ სახეობას ჩვეულებრივი კისერი ჰქონდა. ერთხელაც, მათი საცხოვრებელი გარემო შეიცვალა და პატარა ხეები გაქრა. ჟირაფებმა კისერი ავარჯიშეს, რათა მაღალ ხეებს მისწვდომოდნენ. ამან კი მათი კისრის დაგრძელება გამოიწვია.

მეორე დიდმა ბუნებისმეტყველმა და ევოლუციის თეორიის ავტორმა ჩარლზ დარვინმა ეს მოვლენა სხვანაირად ახსნა; თავდაპირველად დაბალკისრიანი ჟირაფებიც არსებობდნენ და მაღალკისრიანებიც. შემდეგ, დაბალი ხეები გაქრა. დაბალკისრიანი ჟირაფები მაღალ ხეებს ვეღარ მისწვდნენ და გადაშენდნენ, ხოლო მაღალკისრიანები – გადარჩნენ. ამ მოვლენას დარვინმა ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი უწოდა. 

წარმოგიდგენიათ, როგორ იცვლება წნევა, როდესაც ჟირაფი ექვსი მეტრის სიმაღლიდან თავის დახრას გადაწყვეტს? მისი ორგანიზმი წნევის ასეთ, უცაბედ ცვლილებაზეც ადაპტირებულია – როგორც ფოერის სტატიაში ამოვიკითხე, როდესაც ჟირაფი თავს ხრის, მისი სისხლძარღვები ფართოვდება, რათა სისხლი ტვინში არ ჩაექცეს და როდესაც მაღლა სწევს ვიწროვდება, რომ სწრაფად არ დაიცალოს.

ალბათ ყველას გინახავთ ჟირაფების უნიკალური ლაქები ტანზე, რომელიც მხოლოდ კამუფლაჟი არ არის. თითოეული ყავისფერი ლაქის ქვეშ სისხლძარღვებისა და საოფლე ჯირკვლების კონაა, რომლებიც ღია ფანჯარასავით აგრილებს ჟირაფის სხეულს და მას გადახურებისგან იცავს. 

ავტორი მარიამ ლაგვილავა (10 წლის)

მარიამ ლაგვილავა

kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.

ფავორიტებში დამატება

სხვა სტატიები ამავე ნომრიდან

სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა

სესილი ქართლელიშვილი

მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?

მარიამ კარტოზია
სარკოფაგში მომწყვდეული სიკვდილი

მარიამ კარტოზია

ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.

ანა კარტოზია
დუხობორები – სულისთვის მებრძოლნი?

ანა კარტოზია

რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ

როგორ იქმნება ეს ჟურნალი?

ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!

გაიგე მეტი...
Kids.ge-ს რჩევები

არ დააყოვნოთ დისციპლინირება

თუ თქვენ უნდა გაკიცხოთ შვილი ცუდად მოქცევის გამო, გაკიცხეთ იგი დროზე. გვირჩევს ბუსი. „ხანდახან მშობლები ამბობენ - დავიცადოთ, სანამ სახლში მივალთ... - თუმცა, სანამ სახლში მივლენ, ბავშვს დავიწყებული აქვს ინციდენტი“. მაშასადამე, შაბათს ზოოპარკში წასვლაზე უარის თქმა ხუთშაბათის შეცდომებისთვის მომავალ შეცდომებს ვერ აგარიდებთ. ეს ჩაითვლება, როგორც შემთხვევითი, დაუმსახურებელი სასჯელი თქვენი შვილისთვის

Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვის კარგი ქცევა

ჩვენ ყველას გვსიამოვნებს ქება. იგივე ეხება ბავშვებს. დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელია გამხნევება. არასწორი საქციელის მიზეზი ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი. ამით ბავშვებს უვითარდებათ ცნობიერება თავიანთ მოქმედებებზე და იაზრებენ მათ უარყოფით შედეგებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024