kids.ge logo

kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი

ზღაპრული ლიტერატურა

ზღაპრული ლიტერატურა

საკვირაო სკოლა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილზე

საკვირაო სკოლა
საკვირაო სკოლა

ანიმაციის გაკვეთილზე

საკვირაო სკოლა

kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი

ჩვენ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტებისა და პედაგოგების გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების სწავლაზე და რაც მთავარია, მათ სწორად განვითარებაზე. სასწავლო ცენტრში სწავლების პროცესი დაფუძნებულია შემდეგ ღირებულებებზე:

  • თავისუფლების გათვალისწინება. ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების, არჩევნის განხორციელების, სიტყვის და შემოქმედების თავისუფლება;
  • ცნობისმოყვარეობის აღძვრაზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს პრობლემაზე დაფუძნებულ განათლებას;
  • შემოქმედებითი აზრობნების განვითარება, რომელიც გულისხმობს ბავშვის სტიმულირებას, რომ გამოხატოს და განავითაროს საკუთარი ბუნებრივი ინტელექტის ტიპი;

გარდა ბავშვის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვისა, ჩვენი მისიაა მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების საკითხებზე და მისი ჩართულობა პედაგოგიურ პროცესში.

  

2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროგრამები

2023-2024 სასწავლო წლისათვის, რეგისტრაცია დაწყებულია შემდეგ პროგრამებზე:

  1. სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
  2. ზღაპრული ლიტერატურა საბავშვო მწერლებთან, ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად
  3. საკვირაო ხელოვნების პროგრამა
  4. ხატვის წრე

 

ჯგუფში ჩასაწერად, შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, თუმცა სასურველია წინასწარ დაგვიკავშირდეთ და გაიაროთ კონსულტაცია კონკრეტულ ჯგუფებთან და განრიგთან დაკავშირებით.

 

ონლაინ რეგისტრაცია

ჯგუფურ სასწავლო პროგრამებზე, შეგიძლიათ თავად გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული მისამართზე (ონლაინ რეგისტრაციის გვერდზე, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სასწავლო პაკეტი და ჯგუფი):

➛ https://kids.ge/online-registration

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველ ჯგუფში არ არის თავისუფალი ადგილები, რეზერვში ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელეფონით: 599 93 25 14;

 

ფსიქოლოგისა და მეტყველების თერაპევტის სერვისი

  • ინდივიდუალური  და ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან

 

სამუშაო საათები

  • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი: 10:00 - 18:00
  • სამშაბათს და ხუთშაბათს: 15:00 - 19:00
  • შაბათი და კვირა: 11:00 - 17:00

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. 36
ელ.ფოსტა: info@kids.ge
მობ: (+995) 599 93 25 14

 

ვაკანსიები Kids.ge-ში

მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენს შესახებ და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგი მისამართიდან. 

 

Kids.ge-ს ადგილმდებარეობა რუკაზე

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024