kids.ge logo

ხატვის წრე

ხატვის წრე

რა ისწავლება ხატვის წრეზე

ხატვის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი, პერსპექტივა და ა.შ. მოსწავლეები დახატავენ ნატურმორტებს. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგებულების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შედარებით უფრო პატარა მოსწავლეები, გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ასაკის მატებასთან ერთად კი გაიზრდება როგორც მეცადინეობების სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ახალი ცნებებიც. მაგალითად:

უფროსი ასაკის მოსწავლეების პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით. ამ ცნებების ასახვა ნამუშევარში; დინამიური და სტატიური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან გრაფიკული ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება.

თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას.

 

მეცადინეობების განრიგი

ხატვის წრეზე, მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ.

რეგისტრაცია 

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდით: 

მობილურზე: 599 93-25-14
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ. 36

 

საფასური

ხატვის წრეზე სწავლის საფასურია 90 ლარი თვეში. სწავლის გადასახადში შედის სრულად საჭირო მასალისა და ინვენტარი. დედმამიშვილების შემთხვევაში 80 ₾. 

 

გამოფენები

ჩვენი ხატვის წრის მოსწავლეებს, სისტემატიურად ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში. სასწავლო წლის განმავლობაში, მინიმუმ 2-ჯერ ეწყობა ნამუშევრების გამოფენა სხვადასხვა გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში.

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი

დაიწყეთ ეს აღზრდის პირველივე ეტაპზე: მაგალითად, როდესაც ძილის წინ უკითხავთ რაიმეს, ჰკითხეთ თქვენს პატარას, არიან თუ არა პერსონაჟები ბოროტები ან კეთილები და რატომ ჰგონია მას ასე.

Kids.ge-ს რჩევები

ნება მიეცით თქვენს შვილს თავი გაართვას მარტივ პრობლემებს

არ დაეხმაროთ ბავშვს თუ დაინახავთ, რომ იგი ცდილობს ააწყოს სათამაშო ან გადმოიღოს წიგნი იმ თაროდან, რომელსაც პატარა ძალდატანებითაც შეუძლია მიწვდეს. „თუკი ბავშვი უსაფრთხო გარემოში ცდილობს დამოუკიდებლად მოქმედებას, ეცადეთ, არ ჩაერიოთ. ზუსტად ასეთი მომენტები აყალიბებს მას“ - ამბობს ზებუკერი. „ბუნებრივია, სრულყოფილება გსურთ, მაგრამ, ამგვარად ბავშვებს წარმატების მიღწევის შანსს ვუკარგავთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024