kids.ge logo
ფავორიტებში დამატება
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ინფორმაცია

მეხსიერების სავარჯიშო - რიცხვებიეს მარტივი, რიცხვების თამაში, არის ძალიან სასარგებლო პატარების მეხსიერების გასავარჯიშებლას.

ის დაეხმარება მათ როგორც დამახსოვრების უნარის გავარჯიშევაში, ასევე ხელს შეუწყობს რიცხვების შესწავლას, რადგან ყოველ რიცხვზე ხელის დაჭერისას, ისინი მოისმენენ ამ რიცხვის ჟღერადობას და ასე, თამაშ თამაშით შეისწავლიან რიცხვებს, დაუკავშირებენ რიცხვებს (ციფრების ფრომასა და მოხაზულობას) მის ჟღერადობას და ამასთან ერთად განივითარებენ მეხსიერებას.

მეხსიერების გავარჯიშების გარდა, ეს თამაში სასარგებლოა ყურადღებისა და ერთ ამოცანაზე, ხანგრძლივად კონცენტრაციის უნარებისა და ლოგიკური აზრობნების განსავითარებლად.

Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024