kids.ge logo

თხა და მელი

ფავორიტებში დამატება

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე ცალკერძ.

მელმან უთხრა თხასა: ხვავი მე და ბზე შენაო.

თხამან უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო.

მელმან უთხრა: მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო.

ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა.

მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა.

უთხრა მგელმან თხასა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო?

თხამ უთხრა: მაშ რადგან მოწმად მოყოლიხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, დაისულე და მართალი მოწამე იქმნებიო.

მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამც თუ წლეული ეშოვნათ.

- თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება

ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024