kids.ge logo

გაცნობებთ, რომ Google-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გაუქმდა Flash-ის მხარდაჭერა Google Chrome-ის ბრაუზერში, რის გამოც, საიტზე არსებული ფლეშ (flash) თამაშები განახლებულ ქრომის ბრაუზერებში სამწუხაროდ ვეღარ იმუშავებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში იგივეს გადაწყვეტენ სხვა ბრაუზერებიც, და სხვა ბრაუზერებითაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ფლეშ თამაშების გამოყენება. ჩვენ არ გავაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს და ამავე მისამართებზე, დროთა განმავლობაში ავტვირთავთ ამავე თამაშის განახლებულ (html5) ვერსიებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, თამაშების ჩანაცვლების პროცესი შეიძლება გარკვეულ პერიოდს გაგრძელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით აღნიშნულისთვის, თუმცა ეს ცვლილება ჩვენზე დამოკიდებული არ იყო.

ფავორიტებში დამატება
„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ინფორმაცია

ეს თამაში, დაეხმარება თქვენს პატარებს განავითარონ მათი კლასიფიკაციის უნარები, მისცემს ვარჯიშის საშუალებას ფერების ამოცნობაში და ამ ფერის ფანქრებისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენაში. ეს თამაში სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი და საჭირო თამაშია თქვენი პატარებისთვის, რადგან ეს ასევე ანვითარებს მათში დისციპლინასა და მოწესრიგებულობას. ბავშვები ბუნებით უფრო მოუწესრიგებელნი არიან, უყვართ არეულობის მოწყობა და ამით ხალისობენ კიდეც. ამიტომ მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ მათ, თუ რა კარგია ორგანიზებულობა და წესრიგი. ამ თამაშით კი მათ შესაძლებლობა აქვთ გაერთონ და თვითონვე ისწავლონ ეს ყველაფერი!

Kids.ge-ს რჩევები

დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში

ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება, შეაქოთ წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024